ჟანრი: მუსიკალური, ბიოგრაფიული, დრამა, მელოდრამა
სტუდია: Mars Media Beteiligungs, Tree Line Films, Konrad Pictures, Catfish Productions, Fox 2000 Pictures
გამოშვების წელი: 2005
რეჟისორი: James Mangold
ხანგრძლივობა: 136 წთ
ქვეყანა: აშშ
ბიუჯეტი: $ 28,000,000
შემოსავალი: $ 186,438,883
ფილმის სიუჟეტი:
ეს ბიოგრაფიული ლენტა მიძღვნილია ლეგენდარული კანტრის სტილის მომღერლის, ჯონი კეშის და მისი მეორე ცოლის, ჯუნ კარტერის ცხოვრებას. კეშის ახალგაზრდობა, რომელიც 1932 წელს დაიბადა არკანზასში, მოღუშუული იყო უფროსი ძმის ტრაგიკული სიკვდილით და უყურადღებო მოქცევით მამის მხრიდან, რომელიც მას ცუდ შვილად თვლიდა. ჯარი მომავალმა მუსიკოსმა და მომღერალმა გერმანიაში გაიარა აშშ-ს სამხედრო-საჰაერო ძალების რიგებში. 1954 წელს მან ცოლად ვივიანი მოიყვანა, რომელმაც მას ქალიშვილი გაუჩინა, 1955 წელს კი, 23 წლის ასაკში, მან თავისი პირველი ჰიტი გამოუშვა: «Cry, Cry, Cry». მალევე კეში აშშ-ში გაემგზავრა ტურნეში ჯერი ლი ლიუსთან, ელვის პრესლისთან და ჯუნ კარტერთან ერთად, რომელზეც ის უიმედოთ ოცნებობდა მთელი ათი წლის განმავლობაში. კრიტიკულ მომენტებს კეშის ცხოვრებაში თანამგზავრობას უწევდა ამფეტამინის და ალკოჰოლის მიმართ მიდრეკილება. 1968 წელს კეში და კარტერი ცოლ-ქმარი გახდნენ და ერთად 2003 წლის მაისამდე - ჯუნის სიკვდილამდე იცხოვრეს. კეში იმავე წლის სექტემბერში გარდაიცვალა...
კომენტარები